=== ONLY HE IS WORTHY TO WASH THE SAVIORS FEET
===
P.S.
ერთმა კარგმა კაცმა, youtube.com-ზე ჩემი ”დეკლამაციური ინტერპრეტაციების” მოსმენის შემდეგ გულშეწუხებულმა მომწერა, შენი ლექსები ძალზე მომეწონა, მაგრამ, ჰალალად უნდა გითხრა ხმის მოსმენისას ტანში დამბურგძლაო…
შევეპასუხე ჩემეული ”დეკლამაციური კითხვის” მანერად მიიჩნიე მეთქი…
კიდევ შემეხმიანა, …”ლექსები მწარე-ტკივილნარევია და სულაც არაა საგანგალო-საღიღინო. უმჯობესია შენი სასოწარკვეთილი ტემბრით წაიკითხო-,მე ასე ვგრძნობ, ლექსი ქალივითაა, გააჩნია ვინ რას ხედავს მასში, როგორ აღიქვამს და განიცდის. ყველა მოვისმინე და ასე განვიცადე, მეტადრე ”ბებერი ჩიტი… აბა, სხვა რა გითხრა მე მართლაც გაჭირვებულმა და ბებერმა ბეღურა …….
ეს უკვე ”აღიარებაა”… მეთქი, გავეხუმრე…
მართლაც მადლობელი დავრჩი, რადგან მიუხედავად ჩემი წინათქმისა და ლექსად გამოხატული (”ფხიზლობს თამამი ამონამღერი და მიძინებულს აკრთობს...”) ჩემეული ”ინტერპრეტაციებისა”, ვიცი ამგვარ ”ამონამღერებს” ბევრი სხვაც არ მომიწონებს…
მაგრამ…
მე ვიცნობ ერთ კარგ კაცს, რომელსაც მართლაც სასიამოვნო ხმა აქვს, ყმაწვილობიდან საოპერო კარიერაზე ოცნებობდა… მეცნიერის კარიერა აირჩია, კონსერვატორიაში სწავლა ვერ გააგრძელა, ისე ”უსწავლელმა” სიმღერა ვერ გაბედა და დარჩა ასე გულდაწყვეტილი…
შემორჩენილია მითი, იმის შესახებ, რომ ძალიან ძალიან დიდი ხნის წინათ ადამიანები ერთურთს სიმღერით ესაუბრებოდნენ… (ალბათ, ყველა თავისებურად ”უბერავდა”, და ზოგი შიგადაშიგ ”რეჩიტატივსაც” იშველიებდა...) ჰოდა, წარმოიდგინეთ უწევდათ ერთმანეთის ატანა, და თუ ვინმე ვინმეს წანამღერით ნაუბარი აფრთხობდა (ტანში ბურძგლავდა, აციებდა და ა.შ.) მასთან საუბარს ალბათ თავს არიდებდა… მაგრამ თუ ვინმე მის აზრებში საინტერესოს და სასრგებლოს ხედავდა, უძლებდა… ტექსტს იმახსოვრებდა და მერე სხვასთან შესაძლოა თავად უკეთესად ემღერა… (ვფიქრობ, მაშინაც ათასი ”თვალის სასეირო” რამე-რუმეებით იყვნენ დაკავებულები და წიგნების კი არა, საერთოდ კითხვა უჭირდათ…)
ჩემი რჩევაა, თუ გემღერებათ, უნდა იმღეროთ… (რადგან ზოგს ხმის გაღებაც ეზარება, ზოგს კი, სასიმღერო განწყობა თუ დაეუფლა, რცხვენია, ვინმემ არ დამცინოსო… ამ ქვეყანაში მოქილიკეთ რა გამოლევს…)
სიმღერის, წამღერების, ღიღინის თუ ”თავისებური დეკლამაციების” სურვილი თუ მოგეძალებათ, ხელოვნურად ნუ შეფერხდებით… მერე გულდაწყვეტილი, რომ არ დარჩეთ…
ვიღაცას უნდა დაბურძგლოს, შეაცივოს, და გააჟრჟოლოს, აბა რა, ყველაფერი ჩაშაქრულ-ჩატკბილული, ხომ არ იქნება…
ისევ და ისევ გულთბილი სურვილებით…
===
/\